Tuesday, March 27, 2018

იუსტიციის სამინისტრო ნარკოპოლიტიკის ალტენატიულ კანონპროექტს წარადგენს

ნარკოპოლიტიკის შესახებ მომზადებულ კანონპროექტში ცვლილებები შედის. ამის შესახებ imedinews-ს უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა აცნობეს.
მათი ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ დოზირებები ახლებურად განსაზღვრა, რაც მხარდაჭერის შემთხვევაში ვითარებას არ შეცვლის.
მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით,  როგორც უწყებათშორისი საბჭოს წევრები ამბობენ, 1 გრამი MDMA ისევ განსაკუთრებით დიდ ოდენობად მიიჩნევა, სასჯელი კი 6-დან 11 წლამდე განისაზღვრება. ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი აცხადებს, რომ ეს პროექტი არსებულ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას ვერ გააუმჯობესებს.
“მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით ვითარება უცვლელია. მაგალითად, მამუკა ბერძენიშვილის გახმაურებულ საქმეშიც არაფერი შეიცვლებოდა. წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ამ ოდენობების დამტკიცება ნარკოპოლიტიკას რადიკალურად ვერ შეცვლის, Cვენ გვეყოლება ათასობით ადამიანი, ვინც პირადი მოხმარებისთვის მრავალი წლით ჩაჯდება ციხეში”- განაცხადა დავით ოთიაშვილმა.
5 მარტს ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადავადდა. 
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი გასული წლის 27 დეკემბერს დაუჭირა. თუმცა მას შემდეგ კანონპროექტის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. ცნობილია, რომ უმრავლესობის ნაწილი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. 
2017 წლის 26 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია იგეგმება. 2017 წლის 29 ივლისს მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე ნორმა ძალაში შევიდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment