Friday, March 23, 2018

პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს კენჭს უყრიან


პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს უყრის კენჭს. ამის შესახებ 1tv წერს.
კენჭისყრაზე კანდიდატურები ცალ-ცალკე დადგება. კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან კენჭს უყრიან ია მამალაძის, ზაზა შათირიშვილისა და მალხაზ ასლამაზაშვილის კანდიდატურებს.
უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების რიგებიდან – ნინია კაკაბაძის კანდიდატურას, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან – ბესიკ ლილუაშვილის კანდიდატურას.
რეგლამენტის მიხედვით, კანდიდატურებს სამეურვეო საბჭოს წევრად ასარჩევად სიითი შემადგენლობის უმრავლესობის ხმა, ანუ, 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისიამ მეურვეობის მსურველი 14 კანდიდატიდან 12 შეარჩია და სია პარლამენტს 13 მარტს გადაუგზავნა. პარლამენტი ამ 12 კანდიდატიდან საბოლოოდ ოთხს აირჩევს.

მარტის დასაწყისში მედიაში იყო სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვასილ მარლაფერიძე, სამთავრობო პიარის წარმომადგენელი მაკო ბიგვავა და სტუდია „პოსტ ტივის“ დაფუძნებელი ლაშა ნაცვლიშვილი, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ფილოსოფოსს ზაზა შათირიშვილის მერუვედ ლობირებისათვის შეიკრიბნენ. ამის მტკიცებულებად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი აქტივისტის მიერ რესტორანში გადაღებული ფოტო მოჰყავდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment