Saturday, March 24, 2018

ტრამპს რუსი დიპლომატების გაძევებას ურჩევენ

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, “სკრიპალის საქმის“ გამო, ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევებას ურჩევს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ქვეყნის მეთაური გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. გასაძევებელი დიპლომატების რაოდენობა დაზუსტებული არ არის.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჰიზერ ნოიერტის თქმით, ვაშინგტონი, სკრიპალის მოწამვლის გამო, მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.
ცნობილი ხდება, რომ 26 მარტისთვის 20 ევროპული ქვეყანა რუსი დიპლომატების გაძევებას გეგმავს.
სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მალევე სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა
14 მარტს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის საქმის გამო, ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებდა. მანამდე საფრანგეთმა, გერმანიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს ექსპოლკოვნიკის მოწამვლასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდეს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment