Thursday, March 29, 2018

სომხეთის მოქალაქეებმა შენგენის ვიზის მისაღებად რუსულ-თურქულ კომპანიას უნდა მიმართონ

3 აპრილიდან გერმანიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, ლუქსემბურგში, ავსტრიასა და შვედეთში გასამგზავრებელი სომხეთის მოქალაქეების სავიზო განცხადებებს ორგანიზაცია Visa Metric ჩაიბარებს. ინფორმაციას JAMnews-ი ავრცელებს.
Visa Metric – რუსულ-თურქული კონსორციუმია, “რომლის ჰოლდინგური ორგანიზაცია თურქეთში მდებარეობს“. ეს ინფორმაცია სომხეთში გერმანიის ელჩმა მატიას კისლერმა დაადასტურა. ელჩის თქმით, განცხადებების მიხედვით  ვიზების გაცემის გადაწყვეტილებას მომავალშიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მიიღებენ.
როგორც გამოცემა წერს, სომხეთის მოსახლეობა შეშფოთებულია იმით, რომ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც ვიზის მისაღებად აუცილებელია, თურქეთს წარუდგენენ – ქვეყანას, რომელთანაც სომხეთს დიპლომატიური ურთერთობა არ აქვს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment