Monday, March 26, 2018

ალბანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

ალბანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ბოლო წლებში საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში ხვდებოდა, რომელთა მოქალაქეებს ალბანეთში გამგზავრება უვიზოდ, ზაფხულის პერიოდში შეეძლოთ. ახლა ეს შესაძლებლობა მათ ნებისმიერ სეზონზე ექნებათ.
"საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ალბანეთის რესპუბლიკაში, შეუძლია ვიზის გარეშე შევიდეს და დარჩეს ალბანეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების საიტზე.
ბოლო თვეებში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი რამდენიმე ქვეყანამ გააუქმა, მათ შორის ბოსნია და ჰერცეგოვინამ და სერბეთმა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment