Saturday, March 31, 2018

სტუდენტების პერსონალური მონაცემების გამჟღავნებისთვის ქუთაისში უნივერსიტეტი დააჯარიმეს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დააჯარიმა. ინფორმაციას 1tv.ge-ი ავრცელებს.
უმაღლეს სასწავლებელს ჯარიმის სახით 500 ლარის გადახდა დაეკისრა. გარდა ამისა, უნივერსიტეტს დაევალა, განსაზღვროს სტუდენტებისთვის მათი ფინანსური დავალიანების არსებობისა და სტუდენტის სტატუსის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ინდივიდუალურად მიწოდების სტანდარტული წესი და პროცედურა. გატარებული ღონისძიებების შესახებ კი, ადმინისტრაციამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა აცნობოს.
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ ჯარიმა სამართლიანია, რადგან უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციამ სტუდენტების პერსონალური მონაცემების დაცვა ვერ უზრუნველყო.
უნივერსიტეტში ერთ-ერთი ფაკულტეტის საინფორმაციო დაფაზე საჯაროდ განთავსდა 150 მე-3 და მე-4 კურსელის სია, რომელთან ფინანსური დავალიანება ქონდათ, რის გამოც სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ. სტუდენტების სახელებისა და გვარების გარდა, დაფაზე მითითებული იყო მათი პირადი ნომრებიც.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment