Thursday, March 22, 2018

საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SalamAir შემოდის


ომანის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „SalamAir“ საქართველოში რეგულარულ საავიაციო მიმოსვლას იწყებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
მუსკატი-თბილისი-მუსკატის საჰაერო ხაზზე ფრენები 2018 წლის 15 ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (27.10.2017), კვირაში 3-ჯერ, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია „SalamAir“-ს რეგულარული ფრენის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 14 მარტს მიენიჭა.
ახალი რეისები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურიზმის სფეროსა და ახალი ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment