Friday, March 30, 2018

ასათიანი პროკურატურას მოუწოდებს განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანოს ადვოკატის საქმე


საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
„დღეს, ადვოკატთა ასოციაციის წევრ ადვოკატს თბილისის პროკურატურამ ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფას, რომელიც ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.
მ​ოქმედი ადვოკატისათვის ბრალის წარდგენა იმ ქმედებაზე, რომელიც შესაძლოა ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდეს, ექსტრაორდინალური შემთხვევაა და ფრთხილ მიდგომას და მტკიცების მაღალ სტანდარტს საჭიროებს.
ამ მხრივ, ჩვენთვის გაუგებარია ის ფაქტი, რომ ადვოკატის ბრალდებულად ცნობა ხდება იმ პირობებში, როცა არ მომხდარა მასთან კომუნიკაცია, მისი გამოკითხვა და გამოძიება არ დაინტერესებულა ადვოკატის პოზიციითა და კონტრარგუმენტებით, რასაც შეიძლება, სრულად გამოერიცხა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.
მოვუწოდებ საქართველოს მთავარ პროკურატურას, განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანოს ადვოკატის ბრალდების საქმე; არ დაუშვას აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, რითაც საფრთხე შეექმნება ადვოკატის მიერ თავისი უფლებების თავისუფალ გარემოში ეფექტიანად დაცვას და ამასთან, დააზარალებს ადვოკატის წარმოებაში არსებულ სხვა მიმდინარე საქმეებში კლიენტების, მოქალქეების კანონიერ ინტერესებს“- წერია განცხადებაში.
მთავარმა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის სოციალური ქსელის მეშვეობით უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, ყოფილი პორურორის მილენა მითაიშვილის ყოფილი ქმარი რივერა ბენდელიანი, ყოფილი ძიძა ნინო ბოჭორიშვილი და ადვოკატი ინგა არახამია პასუხისგებაში მისცა.
ამ დროისთვის რივერა ბენდელიანი საქართველოში არ იმყოფება. ყოფილ პროკურორ მითაიშვილს ყოფილი ძიძები მუქარისთის და დამამცირებელი მოპყრობისთვის უჩივიან
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment