Wednesday, March 21, 2018

ცვლილებები აბიტურიენტთა ცნობარში - ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ

2018 წელს არ ექნება აბიტურიენტთა მიღება და ამოღებულია ჩამონათვალიდან:

  • ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამას კოდით 1450111 (სოციოლოგია, დემოგრაფია);
  • შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამას კოდით 0640113 მრეწველობის მენეჯმენტი და ტექნოლოგია (ინგლისურენოვანი).

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრედიტაცია მიენიჭა:

1. სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამას - (გადაწყვეტილება N37; 02.03.2018 წ.)

2. ა(ა)იპ - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ციფრული მედია და კომუნიკაციის საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამას - (გადაწყვეტილება N38; 02.03.2018 წ.)

3. ა(ა)იპ - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციოლოგიის საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამას - (გადაწყვეტილება N32; 16.02.2018 წ.)
Naec.ge

No comments:

Post a Comment