Thursday, March 22, 2018

ქუმსიშვილი: EU4Business-ის ფარგლებში კრედიტით 100-მდე კომპანიამ ისარგებლა

„ევროკავშირის ბიზნესისთვის ეს არის პროგრამა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მას მერე, რაც ჩვენ ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „რედისონში“ მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
პირველი ვიცეპრემიერის განმარტებით, EU4Business-ის ფარგლებში საკრედიტო ხაზით უკვე ისარგებლა 100-მდე კომპანიამ და მოხდა 180 მილიონ ლარზე მეტის დაბანდება.
„დღეისთვის 7 ათას ახალ სამუშაო ადგილს ვითვლით, რომელიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. შესაბამისად, ახალი შესაძლებლობები, რომელსაც ევროკავშირი გვაძლევს და რომლის ფარგლებშიც გამოიყოფა 1,1 მილიარდი ევრო საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პროგრამის მიმდინარეობისას ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნებსა და პროექტებზე, ასევე საკრედიტო და საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომელსაც ქვეყნები შექმნიან.
„ამიტომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ქვეყანა, როგორც ყოველთვის იქნება, ლიდერი. ჩვენ შევთავაზებთ ჩვენი კომერციული ბანკების და ინვესტორების მეშვეობით მაქსიმალურად ასათვისებელ პროექტებს და შესაბამისად, მაქსიმალურ სარგებელს მივიღებთ“, - დასძინა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment