Wednesday, March 21, 2018

ისლანდიაში თავშესაფარი საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ მიანიჭეს

ისლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საქართველოდან მინიმუმამდე შემცირდა. ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურის მონაცემებით, იანვარში 6 ახალი მიმართვა დაფიქსირდა, თებერვალში კი მხოლოდ 3.
ამასთან, იანვარ-თებერვალში სამსახურმა 42 ძველი მიმართვა განიხილა და თავშესაფარი საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ მიანიჭა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ისლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასული წლის ივნისში 40 მიმართვა დაფიქსირდა, ივლისში 64, აგვისტოში 89, სექტემბერში 39. ამის შემდეგ კლება ფიქსირდება: ოქტომბერში 18 მიმართვა, ნოემბერში 14, დეკემბერში კი 3.
ივლისში ისლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამის შემდეგ საიმიგრაციო სამსახური განაცხადებს დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავს და საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარზე უარს ეუბნება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment