Friday, March 30, 2018

კვირიკაშვილი: პრემიერის გადადგომაზე, ტაიმერი რამდენიმე წელი არ დარეკავს


საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ინფორმაცია მისი გადადგმოს შესახებ სიმართლეს არ შეეფერება. უფრო მეტიც, მთავრობის მეთაური მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომლებსაც მისი თქმით, პრემიერის გადადგომაზე ტაიმერები აქვთ მომართული, დაისვენონ, ვინაიდან ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს.
„მოსაწყენი რომ არ იყოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგები, ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მეთერთმეტე სართულს და დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე, მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ეს ტაიმერი რამდენიმე წელი მინიმუმ არ დარეკავს. ამიტომ დაისვენონ, ასე ვთქვათ, მე მათი საცოდაობით აღარა ვარ, გამოიძინონ კარგად, სანამ საქართველო წინ წავა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამ საკითხზე კომენტარი გუშინაც გაკეთდა. მთავრობაში ცვლილებების, კერძოდ კი პრემიერმინისტრის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციაზე ჟურნალისტების შეკითხვას გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა. პრემიერმა თქვა, რომ არსად მიდის. პასუხი მთავრობის ხელმძღვანელის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ პოსტი განცხადების საფუძელზე დატოვა. ალავიძეს კერძო სექტორში დაბრუნება სურს.
ზურაბ ალავიძეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი შეცვლის.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment