Wednesday, March 21, 2018

2018 წელს ბაგა-ბაღების სურსათით მომმარაგებელი კომპანია "ნილი" სამჯერ დაჯარიმდა


2018 წელს თბილისის ბაგა-ბაღების სურსათით მომმარაგებელი კომპანია შპს "ნილი" სამჯერ დაჯარიმდა. კერძოდ, ორჯერ ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, ერთხელ კრიტიკული შეუსაბამობისთვის - ამის შესახებ ინფორმაციას Allnews.ge-ი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, შპს "ნილი" ერთხელ 400, მეორე შემთხვევაში 1 200, ხოლო მესამედ ჭერიდან და დაკიდული კონსტრუქციებიდან, რომლის ქვეშ პურის წარმოება და განთავსება მიმდინარეობს, ნაწილაკების ცვენის გამო 1 000 ლარით დაჯარიმდა. 

რაც შეეხება 2017 წელს, არაკრიტიკული შეუსაბამოების გამო დედაქალაქში ორი - თბილისის 64-ე და 128-ე ბაგა-ბაღები დაჯარიმდა. ორივე შემთხვევაში დარღვევები სურსათის რეალიზაციის წესის დარღვევას ეხებოდა, რომლის გამოც 64-ე ბაგა-ბაღს ჯარიმის სახით 200, ხოლო 128-ე ბაგა-ბაღს 500 ლარის გადახდა დაეკისრა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2018 წელს სახელმწიფო კონტროლი თბილისის 157 ბაგა-ბაღში, ხოლო 2017 წელს 300 საჯარო ბაღში განხორციელდა. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2018 წელს სახელმწიფო კონტროლი თბილისის 157 ბაგა-ბაღში, ხოლო 2017 წელს 300 საჯარო ბაღში განხორციელდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment