Sunday, March 25, 2018

პარლამენტი ახალი საგადასახადო ინიციატივის განხილვას იწყებს


პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს, რომელიც მცირე მეწარმეობის წახალისებას და დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. ცვლილებების პროექტი პარლამენტს საქართველოს მთავრობამ წარუდგინა. განხილვა მიმდინარე კვირიდან დაიწყება. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ინიციატივის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა წლიური შემოსავალი 500 000 ლარს შეადგენს. ამ დრომდე მცირე მეწარმედ ის პირი ითვლებოდა, რომლის წლიური შემოსავალი 100 000 ლარი იყო.
გარდა ამისა, მცირე ბიზნესის შემოსავალი დღეს არსებული 5 პროცენტის ნაცვლად, ერთი პროცენტით დაიბეგრება. ამავე ინიციატივის მიხედვით, მცირე ბიზნესს საქონლის აღრიცხვისთვის სპეციალური ჟურნალის წარმოება და სხვა ბუღალტრული აღრიცხვის ვალდებულება არ ექნება.
ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი 120 000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ახალი საგადასახადო ინიციატივა საქართველოში მცირე მეწარმეობის წახალისებას და ქვეყნის ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილის ზრდას ემსახურება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment