Friday, March 23, 2018

ტატუნაშვილის მამა პრემიერს და თავდაცვის მინისტრს მადლობას უხდის


საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა პრემიერ-მინისტრს და თავდაცვის მინისტრს მადლობას უხდის. გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, ცხედრის მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალვით მისი შვილის უკანასკნელი ანდერძი შესრულდება.
"მადლობა მინდა პრემიერმინისტრს გადავუხადო, უღრმესი მადლობა თავდაცვის მინისტრს, იზორიას, რომ ჩემი შვილის უკანასკნელი ანდერძის შესრულებაში დაგვეხმარნენ და მოგვცეს საშუალება ძმათა სასაფლაოზე დავკრძალოთ. მადლობა მინდა მთლიანად ქართულ საზოგადოებას გადავუხადო თანადგომისთვის",- განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.
არჩილ ტატუნაშვილს ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 24 მარტს ქანდას სასაფლაოზე უნდა დაეკრძალათ.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. 
ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს  გადმოასვენეს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment