Thursday, March 22, 2018

ვალის გადაუხდელობის გამო ბინიდან გამოსახლებაზე შესაძლოა მორატორიუმი გამოცხადდეს

პარლამენტში იპოთეკით დატვირთულ ქონებასთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ BPN-ი წერს. 
კანონპროექტის თანახმად, შემოდის ახალი ცნება „ბოლო საცხოვრისი“ ანუ უძრავი ნივთი, რომელიც წარმოადგენს მოვალისა და მისი ოჯახის წევრზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ერთადერთ უძრავ ნივთს და იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, ფიზიკურ პირს ერთადერთი სახლი აქვს ბანკში ჩადებული ან კერძო მევახშესთან იპოთეკის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და თანხას ვერ დაფარავს, ბანკი ან მევახშე ამ ქონებას 3 წლის განმავლობაში ვერ გაყიდის. საკანონმდებლო ინიციატივა „პატრიოტთა ალიანსს“ ეკუთვნის. 
როგორც მათ მიერ მოწვეული იურისტი ბექა ფერიძე აცხადებს, პირთა გამოსახლებაზე შესაძლოა, რამდენიმე თვით მორატორიუმი გამოცხადდეს. მისი განმარტებით, მათ აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში უკვე დააყენეს.
„კანონპროექტის განხილვის ფარგლებში საპარლამენტო უმრავლესობასთან იმაზეც გვქონდა საუბარი - თუ რამდენად იქნება შესაძლებელი, გამოსახლებებზე მორატორიუმი გამოცხადდეს. უმრავლესობის პოზიცია იყო, რომ ნახავდნენ და გაანალიზებდნენ, თუ რა შესაძლებლობა აქვთ ამ მიმართულებებით. მას შემდეგ რაც 2014 წელს საპოლიციო გამოსახლება შეიცვალა, ამ ყველაფერმა სასამართლოში გადაინაცვლა. დავები დღემდე „იწელებოდა“, თუმცა, უკვე თითქმის ყველა დავა დასრულებულია და შესაძლოა, გამოსახლებები მასიურად (მასობრივად) მოხდეს. ჩვენ კი ვითხოვთ, რომ სანამ რამე არ შეიცვლება, რამდენიმე თვის განმავლობაში იმ პირთა გამოსახლებაზე, რომელთათვისაც ეს უძრავი ქონება ბოლო საცხოვრისია, მორატორიუმი გამოცხადდეს,“- აღნიშნავს ფერიძე.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment