Sunday, March 25, 2018

შექმნეს მოწყობილობა, რომელსაც ნებისმიერ iPhone-ში შეღწევა შეუძლია

MalwareBytes-მა საიდუმლო მოწყობილობის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები iPhone-ის გასატეხად იყენებენ. მოწყობილობას GrayKey ჰქვია და კომპანია Grayshift-მა შექმნა. ინფორმაციას Navigator-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მოწყობილობას ნებისმიერი დაცულობის მქონე სმარტფონის გატეხვა მცირე დროში შეუძლია. მოწყობილობას ორი Lightning კაბელი აქვს. iPone-ის შეერთების შემდეგ მას 2 წუთამდე ჭირდება, რათა ჩატვირთოს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გასაღებს გამოითვლის. მცირე 4-ნიშნა კოდის შემთხვევაში პაროლის გამოთვლას რამდენიმე საათი დაჭირდება, ხოლო 6-ნიშნაზე რამდენიმე დღე. წარმატების შემთხვევაში კოდი ეკრანზე გამოისახება.მას შემდეგ რაც კომბინაცია გამოითვლება, iPhone-ს ისევ უერთებენ GrayKey-ს, რომ ჩამოტვირთონ სრული ინფორმაცია სმარტფონიდან. არსებული ინფორმაციით მოწყობილობა საშუალებას იძლევა გაიხსნას აქტუალური iOS გაჯეტები უახლესი პროგრამული კოდით. მათ შორისაა iPhone X – iOS 11.2.5
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment