კალიფორნიაში ვეტერანების სახლში აყვანილი სამივე მძევალი გარდაცვლილია. გარდაიცვალა თავდამსხმელიც. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი KTVUიტყობინება.
ქალაქ იუნტვილში შეიარაღებულმა კაცმა მძევლები გუშინ აიყვანა. შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმი მივიდა. პოლიცია თავდამსხმელთან მოლაპარაკებას შეეცადა, თუმცა, მოგვიანებით პოლიციაში განაცხადეს, რომ მასთან კონტაქტი ვერ მოხერხდა.
გამოცემა Napa Valley Register-ის ცნობით სამივე მძევალი ქალი იყო. მათი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია კალიფორნიის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა დაადასტურა.
თავდამსხმელი ემოციური ტრავმების გამო ცენტრში სამხედროების რეაბილიტაციის პროგრამას გადიოდა. შემთხვევამდე ორი კვირით ადრე ის ამ პროგრამიდან ამორიცხეს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment