Friday, March 2, 2018

ბათუმის ცენტრალურ პარკში წავის გადაშენების პირას მყოფი სახეობა დაბრუნდა

ბათუმის ცენტრალურ პარკში, ტბასთან, წავი დააფიქსირეს. ინფორმაციას "ბათუმელები" ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელზე, ალექსანდრე თევზაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.
თევზაძის თქმით, ეს ქვესახეობა ნურის ტბაში გასული საუკუნის 30-იან წლების შემდეგ არავის უნახავს. მან წავი მობილურით გადაიღო და ვიდეო სოციალურ ქსელში დადო.
სპეციალისტების შეფასებით, ეს ევრაზიული წავია. “Lutra lutra meridionalis (Ognev, 1931) – Lutra lutra Linnaeus, 1758, ძალზე საინტერესო და საგულისხმო ფაქტია, მით უმეტეს იმის გათვალისიწნებით, რომ ეს სახეობა გადაშენების საფრთხის ქვეშაა და შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.
აუცილებელია შემდგომში დაკვირვება და რაც მთავარია, დაცვა” – წერს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იხტიოლოგი არჩილ გუჩმანიძე.
ევრაზიული წავი იშვიათი სახეობაა გლობალური მასშტაბით. მრავალ ქვეყანაში იგი საერთოდ აღარ გვხვდება, ბევრგან, (მათ შორის საქართველოშიც) გადაშენების პირასაა.
წარსულში წავი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული - თითქმის ყველა მდინარისა თუ ტბის მახლობლად გვხვდებოდა. მისი რიცხოვნობის მკვეთრი შემცირების მიზეზებია ბრაკონიერობა, მდინარეებში თევზის განადგურება და საარსებო გარემოს დეგრადაცია.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment