Saturday, April 14, 2018

თბილისში საგზაო მონიშვნების გაკეთებისთვის 1 118 000 ლარი დაიხარჯება

დედაქალაქის მერიამ ქუჩებსა და მაგისტრალებზე თერმო და ცივი პლასტით საგზაო მონიშვნების სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.
სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერი 27 აპრილს დაიწყება და 2 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 118 000 ლარია.

ამასთან, სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა - მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 წელია.
დედაქალაქის ქუჩებსა და მაგისტრალებზე ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, ქუჩის სავალ ნაწილზე დატანილი უნდა იყოს ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნები თერმო და ცივი პლასტებით.
ტექნიკური დავალების დანართის შესაბამისად, დამკვეთის მიერ განსაზღვრულ ადგილებზე, დამკვეთის მოთხოვნით, ქვეითთა გადასასვლელი („ზებრა“), ე.წ. ზებრა გადასასვლელის საგზაო მონიშვნები დატანილი უნდა იქნეს თეთრ-ყვითელთეთრ-წითელ ან თეთრ-ნარინჯისფერ ფერებში,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
რაც შეეხება სამუშაოების მიწოდების ვადას, ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მოხდეს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment