Tuesday, April 10, 2018

ცხინვალი: ბოლო 1 თვეში ე.წ. საზღვრის კვეთისთვის საქართველოს 27 მოქალაქე დააკავეს


ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო შსს-მ ე.წ. საზღვარზე დაკავებული საქართველოს მოქალაქეებისგან ჯარიმების სახით ამოღებულ თანხაზე სტატისტიკას აქვეყნებს.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს 27 მოქალაქე დააკავეს.
ამასთან, ერთ თვეში, ჯარიმის სახით გადახდილმა თანხა 68 500 რუსული რუბლია.
რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე ბოლოს 7 აპრილს გაიტაცეს. ისინი ცხინვალის იზოლატორიდან 8 აპრილს გაათავისუფლეს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment