სერგო თეთრაძის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. მორიგ პროცესზე საბოლოო სიტყვას ბრალდებული ბაჩო ახალაია იტყვის, რის შემდეგაც საქმეზე განაჩენი დადგება.
უფლებადამცველების განცხადებით, საქმეში ბრალის დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობის. საპირისპირო პოზიცია აქვს ბრალდების მხარეს. პროკურორი ამბობს, რომ საქმეზე არსებობს საკმარისი მტკიცებულებები რაც ბრალდებულების დანაშაულს ამტკიცებს.
თადარიგის პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმე ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბაჩო ახალაიას საგამოძიებო უწყება თეთრაძის წამებას, მეგის ქარდავას და ნიკოლოზ ძიმცეიშვილს თავდაცვის სამინისტროდან თანხების გაფლანგვას ედავება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაჩო ახალაიას 11 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment