Saturday, April 14, 2018

ჩინეთი საქართველოსთან ტრანსპორტის სფეროში ითანამშრომლებს

ჩინეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმების გაფორმების დასრულების მიზნით ივნისში თბილისში ჩინეთის დელეგაცია ჩამოდის.
შეთანხმებას მიაღწიეს საქართველოს პირველმა ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმადა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრმა ლი სიაოპინმა.
შეხვედრა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა. ითქვა, რომ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე. რაც საქართველოსა და ჩინეთს შორის ყველა სატრანსპორტო საშუალებით სატვირთო გადაზიდვების განვითარებას ხელს შეუწყობს.
გარდა ამისა ჩინეთი საქართველოს მიმართულებით სარკინიგზო კონტეინერების მოსაზიდად ფინანსურ დახმარების გაწევის შესაძლებლობას განიხილავს.
პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში 12 აპრილს გაემგზავრა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment