Tuesday, April 3, 2018

ფლორიდის სკოლაში მოსწავლეებს გამჭვირვალე ზურგჩანთებით მოუწევთ სიარული

ფლორიდაში, პარკლენდის სკოლის ადმინისტრაციამ, სადაც 14 თებერვალს მომხდარ თავდასხმას 17 ადამიანი ემსხვერპლა, უსა
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში ფრთხოებისთვის კიდევ ერთი ზომა მიიღო. მარჯორი სთოუნმენ დუგლასის სახელობის სკოლის მოსწავლეები ამიერიდან გამჭვირვალე ზურგჩანთებით ივლიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
საჯარო სკოლებზე სამხარეო ზედამხედველის, რობერტ რუნცის თქმით, სასწავლებელი სტუდენტებს თავად უზრუნველყოფს მსგავსი ტიპის ზურგჩანთებით, რომელთა ტარებაც სავალდებულო იქნება.
ამ რეგულაციას წინ უძღოდა მოსწავლეების არაერთი საპროტესტო დემონსტრაცია და განცხადება. ისინი იარაღის შეძენაზე კანონის გამკაცრებას და ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღებას ითხოვენ. მოსწავლეები პოლიტიკოსებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
ფლორიდის სკოლაში 14 თებერვალს განხორციელებული სროლის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა. თავდამსხმელმა სკოლის შენობაში შესვლამდე 3 ადამიანი მოკლა, შენობის შიგნით - 12. ორი დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თავდამსხმელი ნიკოლას კრუზი, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლე იყო და ამ სასწავლო დაწესებულებიდან გარიცხეს, დაკავებულია. 
ეს 2012 წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში მომხდარი თავდასხმებიდან ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა.
imedunews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment