"ახალციხის ციხეზე", დამთვალიერებლების რაოდენობის მატების გამო, შეცვლილი განრიგით იმუშავებენ. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ციხეზე სამუშაო საათების რაოდენობა გაიზარდა. თუ აქამდე ციხის ზედა ტერიტორიაზე მუშაობა დილით 09:00 საათზე იწყებოდა და 18:00 საათზე სრულდებოდა, ახლა 18:00 საათის ნაცვლად ციხე 19:00 საათამდე იმუშავებს.
უცვლელი დარჩა სამუშაო საათები სამცხე–ჯავახეთის ეროვნულ მუზეუმში. ადმინისტრაცია აქ მუშაობას 09:00 საათზე იწყებს და 18:00 საათზე ასრულებს.
„სამუშაო საათების რაოდენობას ტურისტების მატებასთან ერთად ყოველ წელს ვცვლით. ყოფილა შემთხვევა, რომ საღამოს სამუშაო განრიგი 20:00 საათამდეც გადაგვიწევია“, – აცხადებენ „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციაში და ამატებენ, რომ გაზრდილი სამუშაო განრიგით ტურისტული სეზონის დასრულებამდე იმუშავებენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment