Monday, April 2, 2018

H&M-მა 4,3 მილიარდი დოლარის ტანსაცმელი ვერ გაყიდა

თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ტანსაცმლის ინდუსტრია ვითარდება, შვედური მწარმოებელი H&M-ი პრობლემებს განიცდის. კომპანიას 4,3 მილიარდი დოლარის ღირებულების გაუყიდავი ტანსაცმელი დაუგროვდა. ამის შესახებ allnews.ge წერს.
ამერიკული მედიის ცნობით, გაუყიდავი ტანსაცმლის პრობლემა H&M-ს ჯერ კიდევ გასულ წელს დაეწყო, როდესაც კომპანიის გაყიდვები შემცირდა. სამი თვის განმავლობაში კი თებერვლის ჩათვლით, მოგება 62%-ით შემცირდა. 
ამასთან, ბოლო პერიოდში შვედურ მწარმოებელს არაერთი პრობლემა შეექმნა. კერძოდ, H&M-ი იძულებული გახდა სამხრეთ აფრიკაში დაეხურა მაღაზიები სოციალურ მედიაში აგორებული სკანდალის გამო. 
როგორც H&M-ში აცხადებენ, ისინი აპირებენ პროდუქციაზე ფასების შემცირებას და მაღაზიების გაფართოებისგან თავის შეკავებას. ამასთან, იმედოვნებენ, რომ ონლაინ გაყიდვების კუთხით ისინი წელს 25% პროცენტიან ზრდას შეძლებენ. 
როგორც კომპანიის დამფუძნებლის, ერლინგ პერსონის შვილიშვილმა განაცხადა, ტანსაცმლის ინდუსტრიის სწრაფი ცვლილება სწორედ H&M-ზე აისახა. "წლის დასაწყისი საკმად რთული იყო", - განაცხადა მან.
H&M-ი 1947 წელს დაარსდა. შვედური კომპანია წლის განმავლობაში ასობით მილიონ ტანსაცმელს და აქსესუარს აწარმოებს.  H&M-ის პირველი ოფიციალური მაღაზია საქართველოში გასულ წელს გაიხსნა. უახლოეს მომავალში თბილისში მისი კიდევ ერთი მაღაზიის გახსნა იგეგმება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment