მისი განმარტებით, სირია, რომელიც დიდი ხანია ცდილობს გადარჩეს ტერორისტული აგრესიის პირობებში მასზე ავიაიერიში განახორციელეს. ზახაროვას თქმით, ამ ყველაფრის უკან ისინი დგანან, ვინც მსოფლიოში მორალურ ლიდერობაზე პრეტენზიას აცხადებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დასავლეთის ქმედებაზეზე დანძენს, რომ ნამდვილად განსაკუთრებული უნდა იყო, რომ სირიას ცეცხლი იმ მომენტში გაუხსნა, როდესაც ქვეყანამ მშვიდობიანი მომავლის შანსი მიიღო.
დასავლეთის ნაბიჯს მხარს უჭერს კანადის პრემიერმინისტრი და აცხადებს, რომ პარტნიორებთან ერთად სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გამოძიებას განაგრძობენ.
კოალიციურმა ძალებმა სირიაზე საჰაერო იერიში დღეს გამთენიისას მიიტანეს. აშშ-ში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება უპასუხოდ არ დარჩება.
გასულ კვირას დასავლეთმა სირია ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა. პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიაზე საჰაერო იერიშს მიიტანდა. განცხადება აღმოსავლეთ ღუტაში, 7 აპრილს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებას მოჰყვა.
თავისმხრივ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა სააგენტო AFP-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში 7 აპრილის მოვლენებში სირიის ხელისუფლების მიერ ტოქსიკური გაზის გამოყენების ალბათობას „100%-იანი ფაბრიკაცია“ უწოდა. მისი თქმით, სირიას ქიმიური იარაღი არ აქვს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment