Sunday, September 16, 2018

უმაღლეს სასწავლებლებს ავტორიზაციის 6-წლიანი ვადა, შესაძლოა გაუგრძელონ


პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე განიხილავებ საკანონმდებლო ცვლილებას “განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის საკითხს ეხება.
კერძიდ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის 6-წლიანი ვადა 2018-2019 წლებში გასდის, ავტორიზაციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გონივრული ვადა არ მიეცათ.
კანონპროექტის მიღების შედეგად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის მიმართვის შემთხვევაში, ავტორიზებულად 2020 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაითვლებიან.

💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი      
კანონპროექტი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წარმომადგენლებმა მარიამ ჯაშმა, გენადი მარგველაშვილმა, გია ჟორჟოლიანმა და სიმონ ნოზაძე მოამზადეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment