რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ ერთმანეთთან თმის ვარცხნილობებს, თევზჭერასა და ღვინის დაწურვას - ამ კითხვაზე პასუხს კუბაზე მცხოვრები მოსახლეობისგან მიიღებთ. ამის შესახებ SBS-ი წერს.
ჰავანაში თითქმის ყველამ იცის რა უნდა გამოიყენოს ადამიანმა იმისთვის, რომ ორიგინალური ვარცხნილობა მოირგოს, მეტი თევზი დაიჭიროს ან ღვინის დუღილის პროცესს მარტივად დააკვირდეს. უცნაურია, თუმცა ამისთვის თანამედროვე კუბაში პრეზერვატივს იყენებენ.
როგორც აღმოჩნდა, დამცავი კონტრაცეპტიული საშუალება მხოლოდ სქესობრივი ურთიერთობებისთვის არ გამოიყენება, მას შესაძლოა სხვა ფუნქციაც ჰქონდეს. მაგალითად - მეთევზეები მას ტივტივას ნაცვლად იყენებენ და ამბობენ, რომ ასე გაცილებით იოლია და მეტი თევზის დაჭერაა შესაძლებელი.
პრეზერვატივი აუცილებელი ატრიბუტი გახდა კუბის სილამაზის სალონებშიც. სტილისტები მას რეზინის ნაცვლად იყენებენ და ამბობენ, რომ ვარცხნილობებისთვის პრეზერვატივის რეზინი გაცილებით მოსახერხებელია.
დამცავ კონტრაცეპტიულ საშუალებას სხვა ფუნქცია მოუძებნეს მეღვინეებმაც. ჰავანის ერთ - ერთმა მაცხოვრებელმა ღვინის დადუღების საუკეთესო მეთოდს პრეზერვატივით მიაღწია. ტექნოლოგია შემდეგში მდგომარეობს: ღვინის დოქები იხუფება პრეზერვატივით, როდესაც პრეზერვატივი დასუსტდება, ეს ნიშნავს რომ დუღილის პროცესი იდეალურად დასრულდა.
გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ პრეზერვატივი ალკოჰოლის რეზერვუარადაც გამოდგება. ახალგაზრდების ნაწილი ამბობს, რომ მათ ვისაც კლუბში სასმლის საყიდლად ფული არ ჰყოფნით, ალკოჰოლი პრეზერვატივით შეაქვთ და ასე თანხის დაზოგვას ახერხებენ.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment