"თიბისი ბანკის" ორთაჭალის ფილიალში ერთი კაცი შეიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, მან ბანკში საწვავით სავსე შუშის ბოთლი შეაგდო.
თვითმხილველები ასევე ყვებიან, რომ კაცს თანხის წაღება არ უცდია. მომხდარის შემდეგ მან გაქცევა სცადა, თუმცა ადგილზევე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ამ დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს - ხულიგნობა და ნივთის დაზიანება ან განადგურება (სსკ-ს 239-ე და 187-ე).
imedinews.ge

No comments:
Post a Comment