Thursday, September 20, 2018

"ჩემი და მე გავზარდე, სხვა ბავშვები დაგვცინოდნენ..." - რუსი ტოპ მოდელის ოჯახის მძიმე წარსული და ბრძოლა შშმ ბავშვებისთვის

რუსი ტოპ­მო­დე­ლი, ნა­ტა­ლია ვო­დი­ა­ნო­ვა, გარ­და მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რი­სა, საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბი­თაც არის ცნო­ბი­ლი.
ვო­დი­ა­ნო­ვა არის ფონ­დის Naked Heart Foundation და­მა­არ­სე­ბე­ლი, რო­მე­ლიც შშმ ბავ­შვებ­სა და მათ მშობ­ლებს ეხ­მა­რე­ბა.
ფონ­დის და­არ­სე­ბის იდეა მო­დელს 2004 წელს, ბეს­ლან­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ გა­უჩ­ნდა, რო­დე­საც 200-მდე ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა. ვო­დი­ა­ნო­ვა ამ­ბობს, რომ მას სურ­და რამე გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რათა ადა­მი­ა­ნებს დახ­მა­რე­ბო­და.
სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის მი­მართ თა­ნაგ­რძნო­ბას მისი დაც აძ­ლი­ე­რებს. ოქ­სა­ნას აუ­ტიზ­მი და ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლა აქვს.
"ჩემი და მე გავ­ზარ­დე. 6 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც და­ი­ბა­და, მა­მი­ნაც­ვალ­მა კი მიგ­ვა­ტო­ვა. დე­და­ჩემ­მა გა­უძ­ლო ყვე­ლა­ნა­ირ გა­ჭირ­ვე­ბას, რომ ის მო­სავ­ლე­ლად თავ­შე­სა­ფარ­ში არ გა­ეშ­ვა. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბებ­ში დავ­დი­ო­დით. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ჩემ­თვის, სხვა ბავ­შვე­ბი დაგ­ვცი­ნოდ­ნენ... ეს ისე­თი მტკივ­ნე­უ­ლი იყო, ჯერ კი­დევ ვერ ვი­ვი­წყებ", - აღ­ნიშ­ნა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ვო­დი­ა­ნო­ვამ.
ამას­თან, ტოპ­მო­დე­ლი ხში­რად წერს სა­კუ­თა­რი დის პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ, ოქ­სა­ნას­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცხოვ­რე­ბა ხში­რად კვლავ ძა­ლი­ან დიდ სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ერთ-ერთი ინ­ცი­დენ­ტი კი მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში, ნი­ჟ­ნი ნოვ­გო­როდ­ში კა­ფე­ში შე­ემ­თხვა, სა­დაც მას და ძი­ძას მოს­თხო­ვეს, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ.ვიდ­რე დე­და­ჩე­მი მუ­შა­ობ­და, ოქ­სა­ნა სა­სე­ირ­ნოდ ჩვენ­მა ძი­ძამ წა­იყ­ვა­ნა. ოქ­სა­ნას შე­უძ­ლია, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უს­ვე­ნებ­ლად ია­როს, ამი­ტომ დედა და ძიძა ხში­რად ჩერ­დე­ბი­ან კა­ფე­ში, რომ და­ის­ვე­ნონ და ოქ­სა­ნას ჩაი და­ა­ლე­ვი­ნონ (ის წყალს და წვენს არ სვამს), შემ­დეგ კი სე­ირ­ნო­ბას აგ­რძე­ლე­ბენ,“ - და­წე­რა ვო­დი­ა­ნო­ვამ ღია წე­რილ­ში.
ამ­ჯე­რად ძი­ძამ კაფე „ფლა­მინ­გო­ში“ გა­და­წყვი­ტა შეს­ვლა. მფლო­ბელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გო­გო­ნა „მომ­ხმა­რებ­ლებს აფრ­თხობ­და“ და ოქ­სა­ნას და ძი­ძას მოს­თხო­ვა, სას­წრა­ფოდ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ კაფე. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კა­ფეს პატ­რო­ნი მათ და­ე­მუქ­რა, რომ ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­რე­კავ­და და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფი გო­გო­ნას „და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­მო­კე­ტავ­და“.ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად და­ა­კა­ვეს ვო­დი­ა­ნო­ვას დე­დაც, რო­მე­ლიც ხუ­ლიგ­ნო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და პო­ლი­ცი­ის ად­გი­ლობ­რივ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.
„უნდა და­ვეხ­მა­როთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და ფონ­დებს, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში ინ­კლუ­ზი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შექ­მნის­თვის მუ­შა­ო­ბენ,“ - წერს ვო­დი­ა­ნო­ვა.
ის მუდ­მი­ვად ცდი­ლობს, სულ უფრო მეტი სახ­სრე­ბი მო­ი­ზი­დოს შშმ პი­რე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. მო­დე­ლის ფონდმა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის ბავ­შვე­ბის­თვის 180-ზე მეტი სა­თა­მა­შო მო­ე­და­ნი მო­ა­წყო, შეძ­ლეს 47 მლნ დო­ლა­რის მო­ზიდ­ვა. ამას­თან, შექ­მნა აპ­ლი­კა­ცია ELBI, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დებს თან­ხას ური­ცხა­ვენ.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment