საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ბეიკერ ტილის“ მიერ 2017 წელს ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფოს ფინანსური მდგომარეობის საბოლოო შეფასების მომზადება შეუძლებელი გახდა. მიზეზად კლინიკაში არსებული საფინანსო და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული დაღვევები და არასწორი მენეჯმენტი დასახელდა. ინფორმაციას "საპარტნიორო ფონდი" ავრცელებს.
ფონდის განცხადებით, კლინიკაში არსებული დარღვევების გამოსწორების მიზნით, „კლინიკების განვითარების კომპანიისა“ და ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შიდა აუდიტის სამსახურების მიერ მომზადდა არაერთი რეკომენდაცია, თუმცა კლინიკის დირექტორმა მათი უმრავლესობა არ გაითვალისწინა და ხარვეზები არ გამოასწორა.
აქედან გამომდინარე, საპარტნიორო ფონდმა გადაწყვიტა, რომ საკითხის შესწავლის მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართოს. ამასთან, ფონდი განმარტავს, რომ ავთანდილ იმედაძე ისევ რჩება თანამდებობაზე და ფონდი არ აპიბრეს სახელმწიფო აუდიტის დასკვნამდე კლინიკაში რაიმე ტიპის საკადრო ცვლილებებს, მათ შორის დირექტორის გადაყენებას.
„საპარტნიორო ფონდს“ „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა” განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, მთავრობის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ჯანდაცვის პოლიტიკის ფარგლებში გადაეცა.
გასულ წელს სს. „საპარტნიორო ფონდმა“ 100% წილობრივი მონაწილეობით შპს „კლინიკების განვითარების კომპანია“ (“Clinics Development Company” LLC) დააფუძნა და საკუთრებაში გადასცა აღნიშნული საავადმყოფო.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment