პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მშობლებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელიც მათი შვილების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად უნდა გაითვალისწინონ.
ეს დოკუმენტი განკუთვნილია მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის, რათა მეტი გაიგონ საკუთარი უფლებების შესახებ და იცოდნენ, როგორ მოიქცნენ უფლებების დარღვევის შემთხვევაში.
მშობლებო, ნებისმიერი ინფორმაცია თქვენი შვილის შესახებ მისი პერსონალური მონაცემია. მაგალითად:
- ზოგადი ინფორმაცია თქვენი შვილის, როგორც მოსწავლის შესახებ:
რომელ სკოლაში და რომელ კლასში სწავლობს? ვინ არის/არიან მისი მშობლები და როგორია მათი ოჯახური მდგომარეობა? სად ცხოვრობს? ვისთან მეგობრობს? როგორია მისი ყოფაქცევა?
- ინფორმაცია თქვენი შვილის სასკოლო განრიგის შესახებ
რომელ საათზე ეწყება გაკვეთილები? როდის აქვს შესვენება? რომელ დღეს, რომელ საათზე ამთავრებს სწავლას? რა დამატებით საგანს/წრეს ირჩევს?
- ინფორმაცია თქვენი შვილის ინტერესების შესახებრას აკეთებს შესვენებაზე? რა საკვებს ანიჭებს უპირატესობას? დაინტერესებულია თუ არა სპორტული აქტივობებით?
- თქვენი შვილის აკადემიური მოსწრება
რა ნიშანი ჰყავს ფიზიკაში? ხომ არ უჭირს ისტორიის სწავლა?- ფოტო და ვიდეო მასალა თქვენი შვილის გამოსახულებით
პირად საქმეში არსებული ფოტო ან ფოტო/ვიდეო მასალა, რომელიც სკოლაში ინახება ან სკოლამ გაასაჯაროვა სოციალურ ქსელში ან სხვა საშუალებით.- ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
გადატანილი დაავადებები, ფსიქოლოგიური დახასიათება, ალერგიული ხომ არ არის და თუ არის რაზე? რა აცრები აქვს გაკეთებული? აქვს თუ არა კვების სპეციალური რეჟიმი?- ინფორმაცია თქვენი შვილის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით
- თქვენი შვილის რელიგიური შეხედულებები
- თქვენი შვილის ეთნიკური და რასობრივი კუთვნილების შესახებ ინფორმაცია
რა უფლებები გაქვთ თქვენ, როგორც მოსწავლის მშობელს?
- თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია, რა მონაცემებს ფლობს სკოლა თქვენი შვილის შესახებ, საიდან მოიპოვა მონაცემები და რა მიზნით. ასევე, აქვს თუ არა მონაცემების შეგროვებისა და შენახვის კანონიერი საფუძველი? სკოლა ვალდებულია ინფორმაცია მოგაწოდოთ მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივან არაუგვიანეს 10 დღისა, თუ ინფორმაცია მოძიებასა და დამუშავებას საჭიროებს.
- თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ, ხომ არ გაუცია სკოლას თქვენი შვილის პერსონალური მონაცემები სხვა პირებზე. სკოლა ვალდებულია ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ ან მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
- თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ არაზუსტი მონაცემების გასწორება და უსაფუძვლოდ შეგროვებული მონაცემების წაშლა/განადგურება. სკოლა ვალდებულია შეასწოროს უზუსტო და წაშალოს უსაფუძვლოდ შეგროვებული მონაცემები 15 დღის ვადაში ან გაცნობოთ უარის თქმის საფუძველი.
- თქვენ გაქვთ უფლება უარი განაცხადოთ თქვენივე თანხმობაზე თქვენი შვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. მაგალითად, თუ სკოლას ნება დართეთ განეთავსებინა თქვენი შვილის ფოტო სკოლის ვებგვერდზე/სოციალური ქსელის გვერდზე და შემდეგ გადაიფიქრეთ, შეგიძლიათ მოითხოვოთ ფოტოს წაშლა ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე. 10 დღიანი ვადა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც პასუხის გაცემა მოითხოვს ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას.
- თქვენ გაქვთ უფლება დაცული იყოს თქვენი შვილის პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება. შესაბამისად, სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს თქვენი შვილის მონაცემების დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება
- ambebi.ge
- 👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment