Sunday, September 16, 2018

ცესკო ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების განხორციელებაზე მოქალაქეებს მიმართავს

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის განაგრძობს ამომრჩეველთა ინფორმირებას და მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერია.
როგორც ბრიფინგზე ითქვა, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამომრჩევლებთან შეხვედრებს მართავენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ეხმარებიან მოქალაქეებს გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა სიაში და ასევე, დამატებით აწოდებენ ინფორმაციას 2018 წლის არჩევნებისა და მათი საარჩევნო უფლებების შესახებ.
„ცესკოს მიერ შეთავაზებული ინოვაციური სერვისების საშუალებით, ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 10 000-ზე მეტი სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი.
ამომრჩეველთა სია ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. გარდა ამისა, ადაპტირებული ვებგვერდის საშუალებით უსინათლო ამომრჩევლები შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას.
რაც შეეხება სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს - ისინი ინფორმაციას ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ვიდეო ზარის საშუალებით ჟესტურ ენაზე იღებენ და შეუძლიათ გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
ასევე, ცესკო შეახსენებს რეგისტრციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, იმისათვის, რომ მათ შეძლონ 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, უნდა მიმართონ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროებისას გაიარონ შესაბამისი პროცედურები“,- განცხადეს ცესკოში.
შსს-სა და ცესკოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ხელოწერის შემდეგ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქავა, რომ შსს საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც ნეიტრალური იქნება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქებებს მიმართავს.
სამინისტროს ცნობით, არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, დაინტერესებული პირი, საკონსულო აღრიცხვაზე უნდა იყოს ან რეგისტრირებული უნდა იყოს საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment