Saturday, April 13, 2019

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე აშშ-ში აღნიშნეს

შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს საელჩოსა და „ატლანტიკური საბჭოს“ ორგანიზებით საქართველოს პარლამენტარიზმის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ პირველი ქართული პარლამენტის მნიშვნელობასა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში პარლამენტარიზმის წვლილზე გაამახვილეს ყურადღება. 
„აღინიშნა, რომ პირველი ქართული პარლამენტი საქართველოს ეროვნულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. 1918-1921 წლების საქართველოს რესპუბლიკა ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა დიდ წილად სწორედ გამორჩეული პარლამენტის წყალობით. ასამბლეის 130 წევრიდან 23 პარლამენტარი (18%) ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენდნენ. უფრო მეტიც, საქართველოს პირველსავე პარლამენტს 5 ქალი პარლამენტარი ჰყავდა, მაშინ როდესაც დასავლეთის სახელმწიფოების დიდ ნაწილში ქალებს ჯერ კიდევ არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი აქ ჰქონდათ მიღებული“, - აღნიშნულის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. 
ღონისძიების ფარგლებში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 100 წლის ისტორია საგამომცემლო სახლმა „სახე(ლ)ებმა“ წარმოადგინა, რომელმაც New York Times-ის საერთაშორისო მედიაპროექტი-Turning Points Global Agenda-Georgia  წარადგინა.
გამოცემის თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობებია და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში საგამომცემლო სახლმა ის ადამიანები დააჯილდოვა, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ საქართველო-ამერიკის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ურთიერთობების განვითარებაში.
დაჯილდოებულთა შორის იყვნენ კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები კონგრესმენები ჯერი კონოლი და ტედ პო, ჰერიტიჯის ფონდის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი ლიუკ კოფი, საერთაშორისო კერძო ინვესტიციების კორპორაციის მმართველი დირექტორი კენეთ ენჯელი, კონგრესის ბიბლიოთეკის საქართველოს მკვლევარი პოლ ქრეგო, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭო-ს სახელით პრეზიდენტი მამუკა წერეთელი და ამერიკის ხმის ქართული რედაქცია, რომელსაც რედაქციის ხელმძღვანელი ანა კალანდაძე წარმოადგენდა.
ღონისძიებას კანონმდებლები, რეგიონის მკვლევარები და საქართველოდან ჩასული სტუმრები დაესწრნენ.
1919 წლის 12 მარტს ქართულ პარლამენტარიზმს ჩაეყარა საფუძველი. 100 წლის წინ გაიხსნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა, რომლის ამსახველი ფოტოები და სხვა სახის დოკუმენტური მასალა საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება. 

No comments:

Post a Comment