Thursday, April 11, 2019

ვინ არის 29 წლის გოგონა, რომლის წყალობითაც მსოფლიომ შავი ხვრელის ფოტო ნახა

თუ თქვენ შავი ხვრე­ლის ფოტო ნა­ხეთ, ეს 29 წლის პროგ­რა­მის­ტი გო­გო­ნას დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მელ­მაც შე­სა­ბა­მი­სი ალ­გო­რით­მი შექ­მნა, ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ქე­ი­თი ბო­უ­მან­მა გუნდთან ერ­თად შექ­მნა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი და­მუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ ფო­ტოდ აქ­ცი­ეს.
ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტი, რო­დე­საც შავი ხვრე­ლის სუ­რა­თი მისი ლეპ­ტო­პის ეკ­რან­ზე იტ­ვირ­თე­ბო­და, დოქ­ტორ­მა ბო­უ­მან­მა ფო­ტო­თი ასა­ხა.
ალ­გო­რით­მის შექ­მნა მან სამი წლის წინ და­ი­წყო, რო­დე­საც მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სტუ­დენ­ტი იყო. შავი ხვრე­ლის ფო­ტოს გავ­რცე­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში კი ქე­ი­თი მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნო, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მას­ზე ათო­ბით ათა­სი მომ­ხმა­რე­ბე­ლი წერს, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბი...
ბო­უ­მან­ზე და­წე­რა მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა ინ­სტი­ტუტ­მაც:
„სამი წლის წინ სტუ­დენ­ტი ქე­ი­თი ბო­უ­მა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და პრო­ექტს, რო­მე­ლიც შავი ხვრე­ლის პირ­ვე­ლი ფო­ტოს შექ­მნის­თვის სა­ჭი­რო ალ­გო­რითმზე მუ­შა­ობ­და. ეს ფოტო დღეს უკვე გავ­რცელ­და,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.თა­ვად დოქ­ტო­რი ბა­უ­მა­ნი კი ამ­ბობს, რომ ალ­გო­რით­მის შექ­მნა­ზე მისი ჯგუ­ფის ყვე­ლა წევ­რს თა­ნა­ბა­რი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. გუნ­დი 200-ზე მეტ მეც­ნი­ერს აერ­თი­ა­ნებს.
„ვერ­ცერ­თი ჩვენ­გა­ნი ამის გა­კე­თე­ბას მარ­ტო ვერ შეძ­ლებ­და,“ - აღ­ნიშ­ნა ბო­უ­მან­მა CNN-თან.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment