Saturday, April 13, 2019

ბრაზილიაში შენობის ჩამონგრევისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ბრაზილიაში შენობის ჩამონგრევას ბოლო ინფორმაციით ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
უბედური შემთხვევა რიო-დე-ჟანეიროს დასავლეთით მოხდა. დაკარგულების სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. 
გამოცემის ინფორმაციით, შენობის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. 
რამდენიმე დღის წინ რიო-დე-ჟანეიროს ძლიერი წყალდიდობა დაატყდა თავს. სფეროს სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ შენობის ნგრევა წყალდიდობის შედეგი იყო
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment