Friday, April 12, 2019

ყოფილმა სამხედრომ სლოვაკი ჟურნალისტის მკვლელობა აღიარა

სლოვაკეთში ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ გამომძიებელი ჟურნალისტის, იან კუჩიაკის და მისი მეგობარი გოგოს მკვლელობა აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.  მიროსლავ მარცეკი და კიდევ სამი დაკავებული ორი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით ციხეში სხედან. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პროკურატურა მკვლელობის დამკვეთად ბიზნესმენ მარიან კოჩნერს მიიჩნევს.
გასული წლის,  26 თებერვალს სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტი იან კუჩიაკი და მისი მეგობარი გოგო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.
მოკლული ჟურნალისტი იან კუჩიაკი მუშაობდა ინტერნეტგამოცემისათვის Aktuality.sk. მისი ბოლო სტატია, რომელიც 9 თებერვალს გამოქვეყნდა, ეხებოდა ბრატისლავაში ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის გარშემო გადასახადებთან დაკავშირებულ სავარაუდო თაღლითობას.
ჟურნალისტის მკვლელობის საქმის გამო სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო გადადგა. ფიცოს გადადგომის მიზეზი პოლიტიკური კრიზისი გახდა, რომელიც სლოვაკეთში ჟურნალისტის და მისი მეგობარი გოგოს მკვლელობის შემდეგ შეიქმნა. 12 მარტს ამავე მიზეზით შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცეპრემიერი რობერტ კალინიაკი გადადგა. პოსტი კულტურის მინისტრმაც დატოვა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment