Sunday, July 2, 2017

შსს - მართვის მოწმობიდან ქულების ჩამოკლებაზე საპატრულო პოლიციამ 24 საათში 1331 ოქმი დაიწერა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ყველა რეგიონში,  ქულათა ახალი სისტემის ამოქმედებიდან 24 საათში, საპატრულო პოლიციამ სულ 2805 საჯარიმო ქვითარი დაიწერა, აქედან 1331 ქულებიანი ოქმია.
„2017 წლის 1 ივლისს, შაბათს, საქართველოს ყველა რეგიონში საპატრულო პოლიციამ სულ 2805 საჯარიმო ქვითარი დაიწერა. მაშინ როცა წინა კვირის შაბათს, 24 ივნისს, 3085 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაფიქსირდა, რაც 280 ნაკლებია. პირველ ივლისს, ასქულიანი სისტემით 2805 -დან დაჯარიმდა 1331 მოქალაქე“,- განუცხადეს საზოგადოებრივს შსს-ში.
პირველი ივლისიდან, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ძალაში შევიდა.  
საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას ქულათა სისტემის მიხედვით 100 ქულა ენიჭება ყოველი კალენდარული წლის პირველ იანვარს.
1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment