Saturday, July 1, 2017

ავარიის შედეგად სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა

თბილისში, ორთაჭალაში, რესტორან „ასტორიასთან“ ავარიის შედეგად სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით, 08:00 საათზე მოხდა. ერთმანეთს BMW-ს მარკის ავტომობილი და ნომერ 161 სამარშრუტო ტაქსი შეეჯახნენ. ადგილზე მობილებული იყო საპატრულო, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თბილისის მირკოავტობუსში“ განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, აქედან 5 მათგანი სახლში უკვე გაწერეს, ხოლო 3 კვლავ საავადმყოფოში რჩება, თუმცა მსუბუქი დაზიანებები აქვთ. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ დაშავებულებს სახლში დღის ბოლომდე გაწერენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ipn.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment