სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში არჩევნები დასრულდა, თუმცა სასწავლებლის რექტორი ვერ შეირჩა.
ერთი ხმა თინა გელაშვილმა, ორი კი მერაბ ბერიძემ მიიღო. აკადემიური საბჭოს ოთხი წევრის ხმა კი გაბათილდა. ამის გამო აკადემიური საბჭო წესდებას შეცვლის და რექტორის მოვალეობის შემსრულებელს შეარჩევს.
როდის ჩაინიშნება რექტორის არჩევნები, ჯერ არ გადაწყვეტილა.
ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა შვიდმა პროფესორმა, მათ შორის კანდიდატებმაც მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა - მერაბ ბერიძე და თინა გელაშვილი.
კენჭისყრის დაწყებამდე აკადემიურმა საბჭომ თინა გელაშვილისა და მერაბ ბერიძის დოკუმენტები შეამოწმა. მას შემდეგ, რაც პროფესორებმა საბუთები შეისწავლეს, ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო.
http://tv9news.ge/
No comments:
Post a Comment