ევროკავშირის დამკვირვებლები საოკუპაციო ხაზთან პატრულირებენ. ბერშუეთში აღმართულ ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერთან მოქალაქეების უსაფრთხოებას პოლიცია იცავს.
რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე. წ. საზღვარი გადმოწიეს.
"ეს ე. წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებაა", - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელშვილის წარმომადგენელი ბერშუეთში გაემგზავრა.
საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
პრეზიდენტის დავალებით, ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მეგობარ სახელმწიფოებს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment