Friday, July 7, 2017

პუტინმა დაასახელა თემები, რომელიც ტრამპთან შეხვედრისას იყო განხილული

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაასახელა ის თემები, რომელიც აშშ-ის პირველ პირთან დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს იყო განხილული. 
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ჰამბურგში, G20-ზე 2 საათისა და 20 წუთის განმავლობაში, ლიდერებმა უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე, სირიის საკითხზე, ტერორიზმსა და კიბერუსაფრთხოებაზე იმსჯელეს. 
„ხანგრძლივი საუბარი მქონდა ამერიკის პრეზიდენთთან. ძალიან ბევრი საკითხი დაგოვდა - უკრაინა, სირია, სხვა პრობლემები, ორმხრივი საკითხები“, - განაცხადა პუტინმა.
1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                                     ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



No comments:

Post a Comment