Saturday, July 1, 2017

ქართველი ძიუდოისტების ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე (ვიდეო)

ლიტვის ქალაქ კაუნასში დასრულდა კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონატი.

ტურნირის მეორე დღეს საქართველოს სახელით შვიდ წონით კატეგორიაში თორმეტი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-73კგ), გოჩა ღვაჩლიანი, ილია სულამანიძე (ორივე -81კგ), მიხეილ ბექაური, გიორგი კარიაული (ორივე -90კგ), ალექსი სვიანაძე, ლევან ჭელიძე (ორივე +90კგ), თინათინ რევაზიშვილი (-57კგ), მარიამ ჭანტურია, ინდირა სილაგაძე (ორივე -63კგ), სოფიო სომხიშვილი და სალომე მაყიშვილი (ორივე +70კგ) იღებდა მონაწილეობას.

მედლის მოპოვება კი ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა მოახერხა.

-73კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ფინალურ შეხვედრაში იტალიელ კენი ბედელს ოთხი ვაზარით უგებდა, თუმცა ფინალური შეხვედრა ნაადრევად, იპონით დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

მეორე ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებს +70კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა მოუტანა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში რუს დარია ვლადიმიროვას წუთსა და რვა წამში იპონით სძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა.

-90კგ წონით კატეგორიაში კი ფინალური შეხვედრა დათმო მიხეილ ბექაურმა იტალიელ ენრიკო ბერგამელისთან და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

+90კგ წონით კატეგორიაში ლევან ჭელიძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გერმანელ ჯონას შრაიბერს იპონითა და სამი ვაზარით სძლია და ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.
mysports.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment