Wednesday, July 5, 2017

გონიოსა და ბათუმში ზღვაში დაკარგულ ორ კაცს ეძებენ

გონიოში, ზღვაში 25 წლის კაცს ეძებენ. ის ზღვაში გუშინ საღამოს შევიდა და გაუჩინარდა. სამაშველო სამსახურებს ძებნა მთელი ღამის განმავლობაში არ შეუწყვეტიათ.  
ამასთან, უკვე მესამე დღეა ბათუმში, ზღვაში 45 წლამდე კაცის ძებნა გრძელდება. იგი 3 ივლისს გაუჩინარდა.
მაშველებმა ბათუმის სანაპიროზე, ზღვაში გუშინ  თორმეტი ადამიანი გადაარჩინეს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გუშინ დილიდან ყველა კოშკურაზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. თუმცა მათივე თქმით, აკრძალვას არ ემორჩიებიან.
შავ ზღვაში 5-ბალიანი შტორმის გამო, ბანაობა აიკრძალა. სანაპიროზე სამაშველო სამსახურმა შესაბამისი ამკრძალავი ნიშნები უკვე დადგა.
ბანაობა დღესაც აკრძალულია. სინოპტიკოსები შტორმს ხვალაც ელოდებიან.

No comments:

Post a Comment