Thursday, July 13, 2017

"შოთა რუსთაველი თამარ მეფის ჭურჭელს განაგებდა და ქალაქ რუსთავს მართავდა" - ეროვნული გამოცდების "სალაღობო მაგალითები"

"ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერს ვეღარ ეცნო"

უკვე მეორე კვირაა საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. ბოლო წლების განმავლობაში სკოლის მოსწავლეებმა საკუთარ თავზე არაერთი უაზრო ექსპერიმენტი გამოსცადეს. ამ "ნოვატორული" იდეების დამსახურება და შედეგია რომ ქართველ მოზარდებში არსებული განათლების კოეფიციენტი კრიტიკულ ნიშნულამდე დაეცა.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში რამდენიმე ახლობელი მყავს და ცოტა ხნის წინ აბიტურიენტების მიერ დაშვებულ შეცდომებზე მესაუბრნენ. საერთო მდგომარეობა საგანგაშოა. მაგალითისთვის მოგიყვანთ, რომ გასულ წელს სკოლადამთავრებულების
ერთმა ნაწილმა გამოცდებზე ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ნაწარმოებების დასახელება ვერ შეძლო. ნაცნობებმა ბოლო წლებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე "დაფიქსირებული" არაერთი "შეცდომაც" მომაწოდეს. ამათგან განსაკუთრებით "საინტერესო და სალაღობო მაგალითებს" თქვენს სამსჯავროზე გამოვიტან.

"ლექსები ჯერ პოეტურად ჩაიხატებიან, მერე უძრავ სურათებად იქცევიან და ბოლოს დინამიკურად მოძრაობენ".

"თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა და მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა თავის სამშობლოში".

"შოთა რუსთაველი თამარ მეფის ჭურჭელს განაგებდა და ქალაქ რუსთავს მართავდა".

"ტარიელმა ნესტან-დარეჯანის გათხოვების ამბავი რომ გაიგო, ყაჩაღად გავარდა".

"ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერს ვეღარ ეცნო".

"ნესტან-დარეჯანი
ტარიელის ტყავისა და ვეფხვის ნაჯვარი იყო".

"რომეომ ჯულიეტას კოცნა წიგნების მიხედვით ისწავლა, რადგან ჯერ პატარა იყო და თან საუკუნეების წინ ცხოვრობდა".

"ერეკლე მეფეს ინგილო ქალმა ქლიავებით გაუტურტლიანა ქუდი, მაგრამ მეფეს იმხელა ბუმბერაზი სულიერება ჰქონდა, სულაც არ გაბრაზებულა".

"პეტერბურგიდან დაბრუნებულმა ილია ჭავჭავაძემ თავის გარშემო ისეთი მოღვაწე მწერლები შემოიკრიბა, ვისაც მდინარე თერგი ჰქონდა შემთხვევით ჩაყლაპული".

"აკაკი წერეთელი უფანჯრო და გამურულ სახლში გაიზარდა და მერე გამდიდრდა".

"აკაკი წერეთელს სკოლაში სცემდნენ ხოლმე. დღეს რომ მასწავლებელმა ბავშვს სცემოს, ციხეში ჩასვამენ".

"ალექსანდრე ყაზბეგი მსახიობიც იყო, მაგრამ არ გამოსდიოდა, რადგან მხოლოდ ცეკვა იცოდა და ისიც ლეკური".

"ღმერთმა მიიხედ-მოიხედა და თავის მეტი რომ ვერავინ დაინახა, შეეშინდა და ადამიანი შექმნა. ამის შემდეგ ვინც მარტო რჩება, შიში ერევა".

"გველეშაპი ადამიანებს ტანსაცმლიანად ყლაპავდა, მაგრამ მომღერალი მეჩონგურეს ფეხსაცმელები არ მოეწონა".

"ფიროსმანი რომანტიკულად გაღარიბდა".

"ერთ ღამეს დალის ქალღმერთს მონადირე შეეპარა და გვერდით მიუწვა და ამირანი ჩასახა".

"სოლომან მორბელაძე სირბილით შოულობს ტკიცინა ათლარიანებს".

"თბილისის შუაში მოედინება მტკვარი, რომელიც ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს და სხვადასხვა უბნებს წარმოშობს".

"ვაჟა-ფშაველას ოჯახში ყველა სტუმარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაებას, თან აჭმევდნენ და ასმევდნენ და რა გასაკვირია, რომ მან სტუმარ-მასპინძლობაზე პოემა დაწერა?".

"ძიძიასგან დაბრმავებული ონისე გაიძახოდა, მომკალითო, მაგრამ ყველა გაშტერებული უყურებდა. ვერავინ წარმოიდგინა, რომ როცა ქვეყანას უჭირდა,
ხევისბერის შვილი ქალთან გულაობდა".

"ილია ჭავჭავაძე თერგდალეულების ლიდერი კი იყო, მაგრამ მდინარე თერგს ვერ იტანდა".

"დავით აღმაშენებელი წიგნების კითხვამ ისე გაიტაცა, თურქების თავდასხმის ხმაც კი ვერ გაიგონა".

"მზეთუნახავი ნესტანი კიდობანში ჩასვეს და წყალში ჩააგდეს. ზედ კი ორი ზანგი მონა დაასვეს".

"ლუარსაბი განათლებული რომ ყოფილიყო, ისეთი გაბერილი აღარ იქნებოდა, რადგან ეცოდინებოდა, რამდენი უნდა ეჭამა".

"ადამიანები პირველად თიხაზე წერდნენ, მერე ცხოველების ტყავზე. სულ ბოლოს ჩინელებმა ფურცლები გამოიგონეს, მაგრამ ახლა ყველაზე ადვილი ინტერნეტში წერა და კითხვაა".

"ვეფხისტყაოსანი" ყველა ქართველი პოეტის უდიდესი პოემაა".

"ერეკლე მეფემ კრწანისის ომი წააგო და ისე დაიმალა, ქალები ვეღარ პოულობდნენ".

"ვაჟა-ფშაველას ცოლის მოყვანამდე ორი გოგო უყვარდა, მაგრამ სასაცილო ის არის, რომ მათ ახლოსაც კი არ მიკარებია, მხოლოდ შორიდან უთვალთვალებდა".

"ლუარსაბს ცხენი დაუმალეს და იფიქრა, რაც არის, არის, მაშინ დარეჯანს დავექორწინებიო".

"ლუარსაბს დარეჯანი არ მოეწონა, მაგრამ იმავე ღამეს მაინც დაუკოცნა მარწყვებისნაირი ტუჩები".

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)
kvirispalitra.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                                     ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


5 comments:

  1. შოკი, პიკი, პანიკა ამბებიაა :( ����

    ReplyDelete
  2. "გამოცდების ეროვნულ ცენტრში რამდენიმე ახლობელი მყავს და ცოტა ხნის წინ აბიტურიენტების მიერ დაშვებულ შეცდომებზე მესაუბრნენ"- ბავშვების ნაწერები კონფიდენციალურია და მხოლოდ მათთვის უნდა იყოს საკუთარ ნაწერებში დაშვებული შეცდომები ხელმისაწვდომი. არათუ, გამსწორებელმა მათი კონფედიანციალობა დაარღვიოს, მესამე პირს მოუყვეს ამის შესახებ და მესამე პირმა, აღნიშნული ინფორმაცია საჯაროდ გამოფინოს (თანაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე). პატივი ეცით ადამიანების უფლებებს და ჯერ თავად მიეცით მაგალითი იმისა, თუ როგორები უნდა იყვნენ.

    ReplyDelete
  3. ვგმობ სხვების შერცხვენით მოპოვებული პოპულარობას, საკმაოდ აქტიური შეხება მაქვს ახლანდელ ბავშვებთან და საოცრად განათლებული და განვითარებული თაობა მოდის
    კარგი ეძებეთ ყვლაფერში !!!

    ReplyDelete
  4. საწყალ ბავშვებს ისეთ პირობებში უწევთ წერა, ისეთ სიცხეში, რა გასაკვირია, რომ ასეთი შინაარსის ტექსტები დაწერეს :/

    ReplyDelete