თითქმის 36-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა გონიოში ზღვაში დაკარგული 25 წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. იგი ადგილობრივია და ზღვაზე ორი დღის წინ საღამოს საათებში, მაშინ გავიდა, როცა ღელვის სიმძლავრე საკმაოდ მაღალი იყო.
ორი დღის განმავლობაში, მაშველებთან ერთად, დაკარგულს მყვინთავები ეძებდნენ, თუმცა ძლიერი შტორმი და წვიმა სამუშაოებს ხელს უშლიდა.
მაშველები ამ დრომდე ეძებენ 3 დღის წინ ბათუმის სანაპიროზე დაკარგულ 45 წლის კობა ბაკურიძეს.
1tv.ge
No comments:
Post a Comment