Saturday, July 1, 2017

ელექტროძრავაზე მომუშავე ტრანსპორტის იმპორტზე დღგ შესაძლოა გაუქმდეს - პარლამენტში კანონპროექტი ინიცირებულია (ვიდეო)



ელექტროძრავაზე მომუშავე ტრანსპორტის იმპორტზე დღგ შესაძლოა გაუქმდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი უკვე ინიცირებულია და ის მამუკა მდინარაძესა და კახაბერ კუჭავას ეკუთნის. 
ავტორები იმედოვნებენ რომ მსგავსი სატრანსპორტო საშუალებები ჰაერის დაბინძურებისა და გარემოზე ზიანის შემცირებას განაპირობებს. 
სპეციალისტები და თავად ავტოიმპორტიორები მოსალოდნელ ცვლილებას დადებითად აფასებენ. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ამ ტიპის ავტომობილების გამოყენება მოიმატებს, ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდება და მოქალაქეებს საკუთარი მანქანით გადაადგილებაც ბევრად იაფი დაუჯდებათ. 

1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment