პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა ავსტრიაში გამართულ „ფოირიხის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე“ გრან პრი აიღო. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
16 წლის პიანისტმა ქალაქ ვენაში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე გრან პრისთან ერთად, ორი სპეციალური პრიზი და ფულადი პრემია მიიღო.
სანდრო გეგეჭკორი 17 სექტემბერს ამსტერდამშია მიწვეული, სადაც კონცერტს გამართავს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment