Friday, July 7, 2017

ამერიკის ციხიდან პატიმარი დრონის დახმარებით გაიქცა

აშშ-ში, სამხრეთ კაროლინას შტატში მკაცრი რეჟიმის ციხიდან პატიმარი დრონის დახმარებით გაიქცა. ამის შესახებ Fox News წერს. ტელეკომპანიის ცნობით, უცნობებმა დრონის საშუალებით, 46 წლის ჯიმი კოზის (Jimmy Causey) საკვნეტები მიაწოდეს, რომელიც მან გაქცევის დროს გამოიყენა. პატიმარმა გაქცევისას თან გაიყოლა ასევე 4 მობილური ტელეფონი, რომელიც კონტრაბანდის გზით მიიღო, იარაღი და 47 ათასი დოლარი.
ჯიმი კოზი თავისუფლებაში მხოლოდ რამდენიმე დღე იყო, ის 5 ივლისს გაიქცა და 7 ივლისს, ტეხასში, ერთ-ერთ მოტელში დააკავეს.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment